logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საქალაქო სასამართლო ახალაიასა და კალანდაძის მიმართ გამართულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო ახალაიასა და კალანდაძის მიმართ გამართულ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
12:26 14.11.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის მიმართ გამართულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2012 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა.
სასამართლომ ბრალდებულ გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 9 ნოემბერს ბრალდებულ გიორგი კალანდაძეს შეუფარდა გირაო 20 000 ლარის ოდენობით, რომლის პირობებიც მას არ დაურღვევია, ასევე ის პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პროკურატურაში და სასამართლოში; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გადაყენებული იქნა საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან; საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემრულებლის მხრიდან ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი; საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ბრალდებულ ბაჩანა ახალაის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე მისი მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, ასევე, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, ასევე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და შესაძლო ზიანის სახე. აგრეთვე მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ინტერესი და ამ პროცესში ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ხელის შეშლის საშიშროება“ - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 4 იანვარს გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა