შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულებაში ქურდებთან გადაიყვანეს.   
აღნიშნული ინფორმაცია, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებს, სოციალური ქსელებით  ორთაჭალაში სასჯელაღსრულების  #7  საპყრობილესთან სოლიდარობის ნიშნად მისვლისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაცია ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












