შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების # 7 დაწესებულებაში ქურდებთან გადაიყვანეს.
აღნიშნული ინფორმაცია, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებს, სოციალური ქსელებით ორთაჭალაში სასჯელაღსრულების #7 საპყრობილესთან სოლიდარობის ნიშნად მისვლისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაცია ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება.

















