შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ესტონურ მხარესთან, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში მემორანდუმი გაფორმდება. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭო, 2012 წლის სექტემბრიდან  ერთობლივად ახორციელებენ პროექტს – „შსს შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში“, რომელიც დაფინანსებულია ესტონეთის მთავრობის მიერ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება. ,ათ შორის ტრეინინგების გზით შსს  თანამშრომლების გადამზადება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სფეროში, ესტონეთში სასწავლო ვიზიტის განხორციელება და კიბერდანაშაულის თემაზე ტრეინინგ–მოდულების შემუშავება.
ესტონური მხარის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












