საქალაქო სასამართლომ ქართულ-ამერიკულ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მემორანდუმი გააფორმა.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამია ფხაკაძის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი კვალიფიციური იურიდიული განათლების ხელშეწყობა, ერთობლივი პროგრამების შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელებაა.
თბილისის საქალაქო სასამართლო მემორანდუმის ფარგლებში უკვე თანამშრომლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის, კავკასიის, საქართველოს ტექნიკურ და საქართველოს უნივერსიტეტებთან.

















