logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პროკურატურიდან 17 თანამშრომელი დაითხოვეს
პროკურატურიდან 17 თანამშრომელი დაითხოვეს
10:50 13.11.2012
საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შემდეგ, პროკურატურის სისტემიდან 17 მუშაკი დაითხოვეს. ამასთან სისტემაში 11 დანიშვნა განხორციელდა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის პოსტს დავით მჭედლიშვილი დაიკავებს. ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი თეიმურაზ მიქაბერიძე შეასრულებს.
საკადრო ცვლილებებია დეპარტამენტების უფროსების თანამდებობებზეც. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსად ზაქარია დარჩიაშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი კახაბერ წერეთელმა დაიკავა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტს გოჩა ფარულავა უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი დავით ნიკოლაშვილი იქნება. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისამართლებრივი დევნის დეპარტამენტს შოთა რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას კი ნუგზარ სალია შეარულებს.
ცვლილებებია ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელობაშიც. თბილისის პროკურორად დავით კოჭლამაზაშვილია დანიშნული, მის მოადგილედ კი - ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილს ბესიკ თხელიძე უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება რეგიონებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან გზირიშვილი დაინიშნა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად - ლაშა ლეთოდიანი, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორის პოსტი კახა ლაითაძემ დაიკავა, კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა ესტატე მარგებაძემ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად გივი პაპუაშვილია დანიშნული, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას კი ილია ჯალაღანია უხელმძღვანელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა