იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა დავით სააკაშვილმა დღეს თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით, სკოლის დამოუკიდელებელი საბჭოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართა.
დავით სააკაშვილის განცხადება დაკმაყოფილდა.
დავით სააკაშვილი იუსტიციის უმაღლეს სკოლას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რომელსაც თავდაპირველად, მხოლოდ მოქმედ მოსამართლეთა ტრენინგების ფუნქცია ჰქონდა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლა პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საბჭო წინაშე, სადაც უმრავლესობას მოქმედი მოსამართლეები წარმოადგენენ. საბჭოს კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭო უახლესი დღეების მანძილზე სკოლის ახალი დირექტორის შესახებ იმსჯელებს.

















