თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებით „ მაესტროს“ პრეს-კლუბშუ ახალ დეტალებზე ისაუბრა და მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიების თხოვნით მიმართა.
ზაზა გაბუნიას თქმით, მიხ ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ თბილისის განვითარების ფონდიდან გატანილია ნაღდი ფული და დოკუმენტაცია. ამასთან მიმალვაშია ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე.
დეპუტატის თქმით, ფონდის საქმიანობა იყო გაუმჭვირვალე, მასთან დაკავშირებით არსებობდა ბევრი კითხვა და როგორც ჩანს თბილისის მერიის მესვეურებს არ სურდათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამ მიზეზის გათვალისწინებით, არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა ფონდის ლიკვიდაცია, თუმცა ფონდის თანამშრომლებისა და პოლიტიკური ზეწოლის გამო აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა და ფონდმა ახალი დირექტორის მართვის ქვეშ გააგრძელა საქმიანობა.
„მე გასულ კვირას მივმართე საკრებულოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოვუწოდე მათ თავად უზრუნველყოთ საკუთარი თანაგუნდელის, ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი საბანაძის საქართველოში დაბრუნება, იმისათვის, რომ ბატონი საბანაძე წარმდგარიყო ჩვენი ფრაქციის წინაშე არსებულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. თუმცა, ამიტომ, მე ხვალ ოფიციალური წერილით მივმართავს მთავარ პროკურორს, რომ მისმა უწყებამ დაიწყოს თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საკითხების გამოძიება“-განაცხადა გაბუნიმა.
მისივე თქმით, ის გიორგი საბანაძეს მხოლოს შემსრულებლად მიიჩნევს და თვლის, რომ გამოძიების შედეგად დიდი ალბათობით თბილისის მერიის მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

















