logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ ჯგუფთან მუშაობას წყვეტს
„საია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ ჯგუფთან მუშაობას წყვეტს
12:04 12.11.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პარლამენტში შექმნილ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან მუშაობას წყვეტენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„2012 წლის 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შეიქმნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფი დაკომპლექტდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, შევიდა ამ ჯგუფის შემადგენლობაში.
სამუშაო ჯგუფს გადაეცა თბილისის ჰელსინკის ჯგუფის მიერ კომიტეტში გაგზავნილი პოლიტიკური მოტივებით დაკავებული თუ ძებნილი პირების სია (185 პატიმარი და 13 ძებნილი პირი). გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემდგომ კომიტეტს წარედგინა სხვა განცხადებებიც, რაც პერიოდულად სამუშაო ჯგუფს ეგზავნება განსახილველად. ჯგუფმა უნდა დაადგინოს, ამ სიაში მითითებული პირები წარმოადგენენ თუ არა პოლიტიკურ პატიმრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით ან სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტით პოლიტპატიმრის დეფინიცია დადგენილი არ არის. თუმცა, მიმდინარე წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია #1900, რომლითაც დაადგინა პოლიტიკური პატიმრის დეფინიცია. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე შეისწავლოს მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, შესაბამისად, იგი ვალდებულია, შეასრულოს ევროპის საბჭოს მოთხოვნები და პოლიტპატიმრების საქმეთა შესწავლისას გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული რეზოლუცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა ადგენს ხუთ ძირითად კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც თავისუფლებააღკვეთილი პირი მიიჩნევა პოლიტპატიმრად.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ სტატუსის განსაზღვრა მოხდებოდა სწორედ ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად.
მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ინიციატივას პოლიტპატიმრების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით და მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესის წამოწყება და სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია სამართლიანობის აღსადგენად, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ მნიშვნელოვან პროცესში.
თუმცა, სამუშაო ჯგუფის მუშაობისას გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომლებიც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ჯგუფის ეფექტიანად მუშაობისათვის. სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ მივიჩნევთ, რომ ჯგუფმა უნდა მოამზადოს დასაბუთებული, ობიექტური და სამართლიანი რეკომენდაციები თითოეული საქმის შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ზედაპირული შეფასებები, უზუსტობები და უსამართლო მიდგომები.
მიგვაჩნია, რომ დადგენილი ორკვირიანი ვადის ფარგლებში და ჯგუფის მიერ განსაზღვრული ფორმატით შეუძლებელია 185 პოლიტიკური პატიმრისა და 13 პოლიტიკური დევნილი პირის საქმეებზე სრულყოფილი დასკვნების მომზადება. ჩვენთვის ცნობილია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატის ვადის გაგრძელება არ იგეგმება, რაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას არ იძლევა.
მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ჯგუფის მუშაობის ფორმატის შეცვლა ვერ მოხერხდა და ჯგუფში აღნიშნულის თაობაზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და `კონსტიტუციის 42-ე მუხლი~ ვერ კისრულობს ამ ფორმატით სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის ვალდებულებას და მუშაობას წყვეტს. ამასთან, გამოვხატავთ მზადყოფნას, ჩვენ მიერ წარმოებული საქმეები და მომზადებული დასკვნები წარვადგინოთ ჯგუფში და ამ მხრივ დავეხმაროთ მას მუშაობაში.
სამუშაო ჯგუფის შექმნა მიუთითებს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აუცილებელია პარლამენტი საკითხს სიღრმისეულად მიუდგეს, უზრუნველყოს სამართლიანი და ობიექტური პროცედურები, რათა საზოგადოებას უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს. ამასთან, უცნობია, თუ რა პროცედურით აპირებს პარლამენტი სამუშაო ჯგუფის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ამასთან, ამ პროცესში გამოყენებულ უნდა იქნეს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც ამ მიმართულებით.
ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ უკვე წლებია ვმუშაობთ პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე, ვუწევთ მათ საადვოკატო დახმარებას საქართველოში და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. შესწავლილი გვაქვს არაერთი პოლიტიკური პატიმრის საქმე, გამოცემული გვაქვს ანგარიშები და კვლევები. ჯგუფის დატოვების მიუხედავად, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ჩვენი საქმიანობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა