ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, იუსტიციის მინისტრს შვიდი მოსამართლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადებით მიმართავს.
იმ მოსამართლეთა გვარებს, რომელთა მიმართაც ზაზა ხატიაშვილი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს, დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.
„ადვოკატთა ასოციაციის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც დაკომპლექტდებულია ადვოკატებისაგან, შეისწავლა მოსამართლეთა მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებები. შესწავლილი მასალები და დასკვნები რეაგირებისთვის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ მოსამართლეთა კორპუსის ასი პროცენტი კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა სააკაშვილის რეჟიმთან“ - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ადვოკატთა ასოციაციამ გაავრცელა.

















