logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
18:12 09.11.2012
თბილისის საქალაქო სასამართლო, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, 2012 წლის 9 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას, ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ბაჩანა ახალაიას ბრალად ედება: სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით; ასევე, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს ბრალად ედებათ: მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით;
წარდგენილი ბრალდების თანახმად:
2011 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ გიორგი კალანდაძემ და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა ზურაბ შამათავამ, თავდაცვის მინისტრის კაბინეტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შეიარაღებული ძალების ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, ბრალდებულებმა იმავე დღეს ვაზიანში დისლოცირებულ მეოთხე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეთა თანდასწრებით კვლავ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ამავე სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო შემდეგ აღნიშნულ ხუთ პირს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მუქარით დააწერინეს პატაკი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე და ახსნა-განმარტება თითქოს ამზადებდნენ სამხედრო ნაწილში არეულობას და ჩააყენეს პირადი ღირსების შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში.
ასევე, 2011 წლის 13 სექტემბერს, გამთენიისას ბაჩანა ახალაიამ, სხვა პირების დახმარებით ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფიზიკურ პირს და მუქარით მოსთხოვა მის საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა ”ბმვ X-6” ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რასაც ეს უკანასკნელი დაეთანხმა. მანქანის გადაცემის შემდეგ, ბაჩანა ახალაიას დავალებით, აღნიშნული პირი წაიყვანეს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 2011 წლის 13 სექტემბრის 21 საათამდე, ხოლო შემდეგ დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს აღნიშულ საკითხზე არაფერი ეთქვა.
შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას და ბრალდებულთა მიმართ არასაპატიმრო სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო ბრალდებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, მათი მხრიდან მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, განხორციელებული ქმედების ხასიათი და გამოწვეული შედეგი, ასევე ბრალდებულთა წარსული საქმიანობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, ხოლო ბრალდებულებს ზურაბ შამათავას და გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო თითოეულს 20 000 ლარის ოდენობით, გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გათავისუფლდებიან პატიმრობიდან.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2012 წლის 25 დეკემბერს 15 საათზე.“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა