თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძესა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამატავას, მათ საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა და გირაოს სახით 20-20 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

















