logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი შინაგან საქმეთა მინისტრს ნიგვზიანის ამბების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი შინაგან საქმეთა მინისტრს ნიგვზიანის ამბების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს
14:32 09.11.2012
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების გამოძიებისს რეკომენდაციით მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატმა დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს გამოძიება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა მიზნით.
2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზიანში, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს სოფლის მუსლიმ მაცხოვრებლებს.
მათი განმარტებით, 1989 წლიდან აჭარელი მუსლიმების 300-მდე კომლი სოფ. ნიგვზიანში ცხოვრობს. 2010 წლამდე ისინი სალოცავად ქ.ბათუმში დადიოდნენ. ერთი წლის წინ, მათ სოფ.ნიგვზიანში ერთ-ერთი მუსლიმის ოჯახში სამლოცველო მოაწყეს. აღნიშნულმა, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ვითარება სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს.
კერძოდ, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრებით დგინდება, მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდგომ, რაც სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მაცხოვრებელთა მუსლიმ ნაწილს ხელი შეუშალა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებაში. 2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, მათ სოფ. ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდათ შეკრებილი, რომლებმაც რამდენიმე მლოცველს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ რელიგიური რიტუალების შეწყვეტას.
მას შემდეგ, რაც სოფელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2012 წლის 2 ნოემბერს ჩავიდნენ სოფელ ნიგვზიანში. ამავე დღეს მუსლიმებს საერთო ლოცვა უნდა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, რათა მლოცველები სამლოცველოში არ შეეშვათ, ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სოფელში მეჩეთის მშენებლობას, ასევე, მოითხოვდნენ, არ მიეღო მასიური ხასიათი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური რიტუალების ჩატარებას და ერთობლივ ლოცვას. მდგომარეობა ადგილზე იმდენად გამწვავდა, რომ საქართველოს მუფთს არ მიეცა საშუალება შესულიყო სალოცავად შენობაში. ზოგადად, სიტუაცია საქართველოს მუფთის მიერ სოფლის გამგეობის შენობაში მოლაპარაკებების შემდეგ (იგი მოსახლეობის ნაწილთან მოლაპარაკებას აწარმოებდა) განიმუხტა, რის შედეგადაც მუსლიმმა მოსახლეობამ ლოცვა შეძლო.
ვინაიდან, სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით“ - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა