ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, მოქალაქე გარი ხარაიშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის I ნაწილით არის აღძრული.
დაკავება ქალაქ ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.

















