შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის საგამოძიებო სამმართველოსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, თურქეთის დროშით მცურავი კონტეინერმზიდი გემი "CEYLAK" დააკავეს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული გემის კაპიტანი თურქეთის მოქალაქე იშაკ სანდიქჩია, რომლის მიმართაც საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე მუხლის I ნაწილით, საქმის წარმოება მიმდინარეობს.
გემის კაპიტანს 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

















