logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ახალაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ახალაიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
11:29 09.11.2012
საქართველოს მთავარი პროკურატურა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიასთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი.
კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით დილის 05.00 საათზე, დაზარალებულს, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვასახელებთ, ბაჩანა ახალიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებული მიყვანილ იქნა რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას დახვდნენ - ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. იქვე იყვნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით გააკავეს მისი დაცვის წევრებმა. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც დაზარალებულს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელ-ფეხით დაუწყო ცემა. დაზარალებულის ცემაში ჩაებნენ გიგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია, რომლებიც დაზარალებულს იმავდროულად მოკვლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით. ბაჩანა ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკვინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისათვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში. ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ე.წ. „სპეცნაზის“ შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდნევდნენ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქ.თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21.00 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქ.თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა.
აღნიშნულით, ბაჩანა ახალაიამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლი სსამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა დანაშაულის დაფარვის მიზნით) და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ა“ და „ ე“ ქვეპუნქტებით (რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით).
ბაჩანა ახალაიას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველ სიძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულის და სხვა მრავალი პირის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.
ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იქნა წარდგენილი ასევე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა“ - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა