სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ,
სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა ნათია ლანდიამ და სამინისტროს მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ქსნის #19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს მსჯავრდებულთა პრეტენზიები. მოთხოვნების უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდა, პატიმრებს მიეწოდათ თბილი ტანისამოსი. უახლოეს დღეებში კი მოხდება ამანათებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და საჭირო მედიკამენტების მიწოდება.
სამინისტროს ინფორმაციითვე, მედ-პერსონალის ის სამი წევრი, რომლებზეც პატიმრებს პრეტენზია ჰქონდათ, მკურნალობის პროცესში აღარ მონაწილეობენ.
ხოლო დაწესებულების კლინიკურ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, დეპარტამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.

















