დაკავებულ მარალჩინოსთაგან ბრალი პირველად გაერთიანებული შტაბის უფროსს გიორგი კალანდაძეს წაუყენეს.
კალანდაძის ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
დღესვე ბრალს წაუყენებენ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალიასა და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავასაც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა იქნა დაკავებული.

















