logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ საგადასახადო სამსახურის გამოყვანისკენ მოუწოდებს
ზაზა ხატიაშვილი ხელისუფლებას „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ საგადასახადო სამსახურის გამოყვანისკენ მოუწოდებს
16:39 08.11.2012
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს ამ ფაქტის გამო და მას არხზე განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

“აღშფოთებული ვარ საგადასახადო სამსახურის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოწმებით. ეს არის პირდაპირი ზეწოლა არხის დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული წარმოადგენს ასევე გაფრთხილებას სხვა ტელევიზიების მიმართ, რომ მათაც იგივე ემუქრებათ თუ არ იქნებიან მორჩილები. მე პირადად რამდენჯერმე მქონდა პრეტენზიები და მკაცრი განცხადებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ვინაიდან ეს იყო სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია და იგნორირებას უკეთებდა ადვოკატთა ასოციაციას, მაგრამ მე, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვერ შევეგუები იმავე მეთოდებს რა მეთოდებითაც მოქმედებდა სააკაშვილის რეჟიმი“- აცხადებს ხატიაშვილი.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ხელისუფლებას პრესის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს და მოითხოვს დაუყონებლივ გამოიყვანოს საგადასახადო სამსახურის კონტროლიორები „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“.

“მე მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულებაა დაიცვას პრესის თავისუფლება. მე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საზოგადოებრივ მაუწყებელში „ხადურის“ სპეც–ჯგუფის შესვლას ვაფასებ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად. მოვუწოდებ ხელისუფლებას მოეგოს გონს და სასწრაფოდ გაიყვანოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კონტროლიორები“-აცხადებს ხატიაშვილი.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ბრძანების საფუძველზე შევიდნენ.

სამინისტროს განცხადებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა არხის მაღალ რისკფაქტორთა ჯგუფში მოხვედრის გამო გახდა აუცილებელი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა