საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ბულგარელ მესაზღვრეთა დელეგაცია ეწვია.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებას.
დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული, საკადრო უზრუნველყოფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის სასაზღვრო უწყებისა და შსს სასაზღვრო პოლიციის პრეზენტაცია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებშივე იგეგმება შეხვედრები შსს აკადემიის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც.
9 ნოემბერს, სტუმრები სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ეწვევიან, დაათვალიერებენ შსს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო – სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას. ასევე ბულგარელი კოლეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრებიან და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.
დელეგაცია საქართველოს 10 ნოემბერს დატოვებს.

















