საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ CUBIC-ის (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) ხელმძღვანელი პირები, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის უფროსი უილიამ ლაჰიუ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი და მრჩევლები საქართველოს თავდაცვის სფეროში სტივენ გლოვერი და ვიცე-პოლკოვნიკი არმინ დაუმილერი.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ალასანიამ უცხოელ სტუმრებს სამხედრო უწყებაში დაგეგმილი ახალი ინიციატივები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
თავდაცვის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის სფეროში კონსულტაციების გამართვა მომავალშიც გაგრძელდება.

















