არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე აბესალომ მიქელაძის კანდიდატურას წარადგენენ.    
წარდგენა კინოს სახლში, 14 საათზე გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მოხდება.
როგორც საინიციატივო ჯგუფმა „ ნიუსპრესს“ აცნობა, ბრიფინგზე გამოქვეყნდება აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისადმი მიმართვის ტექსტიც, სადაც დაფიქსირებული იქნება ბოლო დროს  დევნილთა მიერ სხვადასხვა დაწესებულებებში გახშირებულ თვითნებურ შეჭრებთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












