logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ხმაურიან დაკავებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ხმაურიან დაკავებებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
14:53 07.11.2012
დღეს გამთენიისას განხორციელებულ ხმაურიან დაკავებებთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნენ საქართველოს თავდაცვის, აგრეთვე შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია, საქართველოს სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავა.
გიორგი კალანდაძის დაკავება განხორციელდა დღეს, 7 ნოემბერს, გამთენიისას 5 სთ-სა 20 წთ-ზე. საპროცესო მოქმედებებს ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი.
დაკავებისას გ. კალანდაძეს განემარტა დაკავებულის ყველა უფლება, ორგზის მიეცა წინადადება, საპროცესო ქმედებებზე დასწრების მიზნით გამოეძახა ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირები პირად ჩხრეკაზე დასასწრებად. თუმცა, აღნიშნული უფლებების განხორციელებაზე მან უარი განაცხადა.
გ. კალანდაძეს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა რამდენიმე სატელეფონო ზარი.
დაკავების ოპერაციისას იგეგმებოდა აგრეთვე გ. კალანდაძის საცხოვრებელი ბინის ჩრეკვაც, მაგრამ იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის შეთანხმებით, ეჭვმიტანილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკვა გათენებამდე გადაიდო იმ მიზეზით, რომ იქ იმყოფებოდნენ კალანდაძის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, საგამოძიებო ოპერაციის განხორციელება კი გამოიწვევდა მათ ტრამვირებას.
დაკავებისას გ. კალანდაძე ინარჩუნებდა სიმშვიდეს, მას არ აღენიშნებოდა გარეგნული დაზიანებები.
გიორგი კალანდაძე გადაყვანილი იქნა შს სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში.
იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საგამოძიებო ქმედებები აღნიშნული პირების მიმართ განხორციელდა კანონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად და საქმის გამოძიების მომდევნო ეტაპებზეც, ზედმიწევნით იქნება დაცული დაკავებულთა ყველა უფლება“ - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა