logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მანდატურების უკანონოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებს
,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მანდატურების უკანონოდ განთავისუფლებაში ადანაშაულებს
14:29 07.11.2012
„უფლებადამცველი გაერთიანება“ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს მანდატურების უკანონოდ გატავისუფლებაში ადანაშაულებს.

ორგანიზაციის განცხადებით, ფხაკაძემ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და 5 ნოემბერს ტელეკომპანია ,,კავკასიის’’ პირდაპირ ეთერში მისი და სხვა ხელმძღვანელი პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბრის გამო, სასამართლოს შვიდი მანდატური სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც „უფლებადამცველი გაერთიანებისა“ და გათავისუფლებული მანდატურების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები 1 ოქტომბრის შემდეგაც განიცდიდნენ შევიწროებას, სიტყვიერ შეურაცყოფას და მუქარას ხელმძღვანელობის მხრიდან მათ კოლექტიური წერილით მიმართეს სასამართლოს თავმჯდომარეს მამია ფხაკაძეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ პოლიტიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, ისინი პროტესტის ნიშნად ტოვებდნენ სამსახურს და ეს არ ყოფილა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ეს იყო მიმართვა, რათა თავმჯდომარეს სასამართლოში სიტუაცია გამოესწორებინა.

„თუმცაღა მამია ფხაკაძემ ეს სამსახურიდან განთავისუფლების განცხადებად შეაფასა და მას შემდეგ რაც მის მიმართ ,,კავკასიის’’ პირდაპირ ეთერშიც გაჟღერდა ბრალდებები მანდატურების მხრიდან, ყველა მათგანი იმავე საღამოს გაათავისუფლა“ - აღნიშნეს პრესკონფერენციაზე.

„მამია ფხაკაძის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 95-ე მუხლთან, ვინაიდან ფხაკაძეს თუკი თანამშრომლების გათავისუფლება სურდა, მას ინდივიდუალური განცხადებები უნდა დაეკმაყოფილებინა და არა კოლექტიური. ამასთან კოლექტიურ განცხადებაშიც არსად წერია, რომ თანამშრომლები გათავისუფლებას ითხოვდნენ ან სამსახურიდან საბოლოოდ წასვლას გეგმავდნენ. ფხაკაძის გადაწყვეტილება ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ მხრიდან სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება“ - განაცხადა ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა