logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
13:00 07.11.2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს,
რომელსაც „ნიუსპრესი“უცვლელად გთავაზობთ: „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2012 წლის მაისის თვეში საიას მიერ გამოქვეყნდა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც თბილისის ისტორიული უბნების რეაბილიტაციის პროცესში, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ მონაწილეობას ეხება.
ანგარიშზე მუშაობის დროს საიასთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. თუმცა დღემდე უცნობია, სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რა სახის სამუშაოები იქნა დაფინანსებული თბილისის მთავრობის მიერ ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით.
ამასთან, ანგარიშის მომზადების პროცესში საიას ჰქონდა მცდელობა, მიეღო ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის აქტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ თავად აუდიტის აქტის მიმართ ბევრი კითხვა არსებობს, საია საჭიროდ მიიჩნევს მიაწოდოს საზოგადოებას აუდიტის აქტში ასახული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც არსებულ დარღვევებსა და ფონდის მიერ სხვადასხვა მიმართულებით გაწეულ ხარჯებს ეხება. ამავე დროს, საიას მოსაზრებით ამ ხარჯების მიზანშეწონილობა დამატებით შესწავლას საჭიროებს.
აუდიტის აქტში აღნიშნულია ისეთი დარღვევები როგორიცაა: საიჯარო ხარჯის გადახდისთვის მიღებული ფინანსური ზარალი; საკანცელარიო საქონლის გაცემის მიღება-ჩაბარების აქტების არარსებობა; იჯარით გაცემულ ფართებზე მოიჯარეების მიერ თანხების გადახდის კონტროლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციების გამოუყენებლობის შემთხვევები; შპს „არტესი“-სთან და შპს „ინ-სი“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დარღვევები, საწვავის გაცემის პარალელურად ავტომანქანების სპიდომეტრის ჩანაწერების არარსებობა და სხვა.
მთლიანობაში ფონდმა 2005 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში 165,414,924 ლარის ხარჯი გასწია. ხოლო შემოსავლის სახით 182,651,033 ლარი მიიღო. მათ შორის 101,241,559 ლარი მთავრობის მიერ ჩარიცხული თანხების საფუძველზე, ხოლო 11,212,712 ლარი შენობების რეალიზაციიდან (დამატებით ინფორმაცია გაწეული ხარჯების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტში).
აუდიტის აქტის მიხედვით, თბილისის მთავრობის მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ოქტომბრამდე, ჯამში ფონდში ჩარიცხული იყო 276,264,451 ლარი. თუმცა, აუდიტის აქტში არსებული მონაცემების, თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებისა და თბილისის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებების ურთიერთშეჯერების შედეგად ირკვევა, რომ 2005 წლის 31 მარტიდან 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქ. თბილისის მთავრობამ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს ჯამში 304 მილიონ ლარზე მეტი ჩაურიცხა.
საია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფონდის მიერ ზემოთ მოყვანილი რიგი ხარჯებისა, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება, სრული და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, კონკრეტულად რომელი სამუშაოები იქნა დაფინანსებული თბილისის მთავრობის მიერ ფონდისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებიდან და რა ოდენობის თანხა გაიხარჯა თითოეულ სამუშაოზე. ამასთან, ფონდის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი ოფიციალურად არის ლიკვიდირებული, საია კიდევ ერთხელ მიმართავს ქ. თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს 2005-2011 წლებში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები. ხოლო საქართველოს პარლამენტმა მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არაგეგმიური აუდიტის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეისწავლოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც წლების განმავლობაში ფონდის მიერ გახარჯული თანხების კანონიერებასა და მიზანშეწონილობას დაადასტურებს“ - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა