შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია  წუხელ, გვიან ღამით, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.  
 როგორც ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე  აცხადებს,  ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
დეკანოიძის განცხადებით, ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს, ამიტომ ახალაიას ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ. 
ახალაიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში   5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












