logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართეს
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს მიმართეს
16:26 06.11.2012

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გია ჭანტურიას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანიდატებისთვის ღია დებატების გამართვის მოთხოვნით ღია წერილს უგზავნის.

„საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შეთავაზება საქართველოს პარლამენტისთვის დემოკრატიული პროცესის აქტიურ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ. ამ მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ტესტია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველის არჩევისას არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატები. საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არსებული კამპანია უკვე სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა საზოგადოებას წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გაზრდილი ნდობისთვის მეტი ინფორმაცია და გარკვევა სჭირდება. მოგმართავთ წინადადებით, რათა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ პროცესის ორგანიზების, სიცხადის, მეტი ინფორმირებულობისა და საკითხზე საგნობრივი მსჯელობის აუცილებლობით, მოაწყოს კანდიდატებს შორის საჯარო დებატები.“ – ნათქვამია წერილში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საზოგადოებას დასახელებული ფორმატით შესთავაზოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მომავალი ხელმძღვანელის ხედვა, რომელმაც, საქართველოში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ზედამხედველობა. არხის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის დებატების ფორმატი გაზრდის მომავალი სახალხო დამცველის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს არბიტრის როლს - მიიჩნევენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ორგანიზაციის წერილში ნათქვამია აგრეთვე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი დებატების გამოცდილება უკვე გააჩნია და ეს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ქვეყნის პრემიერ–მინისტრობისა და პარტიათა სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს შორის უკვე გაიმართა.

ამასთან, როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან მოთხოვნილი საკითხის მიმართ დუმილს საზოგადოებრივი ინტერესის უგულვებელყოფად მიიჩნევს და არხის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს მოითხოვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა