ქუთაისის #2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს დილით მსჯავრდებული გარდაიცვალა.
სასჯელაღსსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა გამთენიისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც გამოძახებული იქნა ციხის ექიმი, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
პატიმარს დაუფიქსირდა არტერიული წნევა ჰიპერტონიული კრიზისი და სტენოკარდია.
„მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და პარალელურად გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა მჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

















