ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაიმართება.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" სააპელაციო სასამართლოს პრესამსახურის წარმომადგენელმა მარიკა მელქაძემ განუცხადა.
პროცესი ხვალ 15:00 საათზე, მესამე დარბაზში იგეგმება. საქმეს მოსამართლე მაია ივანიძე განიხილავს.
ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი 2011 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში ედება.

















