თბილისში, კონიაკის დასახლებაში წუხელ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. ზარზმის ქუჩაზე მდებარე ბინაში ბოროტმოქმედები შეიჭრნენ და ოქროს ნივთები
გაიტაცეს.
მოკლულია 55 წლის მანანა შენგელია, რომელსაც სამართალდამცავების ინფორმაციით, სხეულზე წამების კვალი აღენიშნება. მას ჭრილობები ყელისა და თავის არეში აქვს მიყენებული.
ბინაში ბუნებრივი აირი იყო გაშვებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

















