logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მურთაზ ზოდელავას ბიზნესმენების რეკეტში ადანაშაულებს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მურთაზ ზოდელავას ბიზნესმენების რეკეტში ადანაშაულებს
11:46 24.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ და ბიზნესმენი ვაჟა გორელი ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას ბიზნესმენებზე რეკეტის განახორციელებაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ვაჟა გორელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მჟავანაძის განცხადებით, ვაჟა გორელს ჩინეთის აგრო-ბანკიდან 3 მლნ 600 ათასი აშშ დოლარი უნდა მიეღო, რათა უკრაინიდან ქვანახშირი შეესყიდა და ჩინელი პარტნიორებისთვის მიეწოდებინა.

მისი თქმით, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბიზნესმენმა აღნიშნული თანხა მიიღო და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით მისი დაპატიმრება და თანხის წართმევა გადაწყვიტა.

მჟავანაძის განცხადებით, გამოძიებისას დადგინდა, რომ გორელი აღნიშნულ თანხას ჩინეთიდან მხოლოდ ქვანახშირის მიწოდების შემდეგ მიიღებდა.

„რადგან საქმის გამოძიება დაწყებული იყო, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ გორელი პასუხისგებაში რაღაც საბაბით მაინც მიეცათ. პიროვნებას, რომელსაც იარაღის შენახვისა და ტარების უფლება გააჩნდა, გამოძიებამ ბრალი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის წაუყენა“ - განაცხადა მჟავანაძემ.

მისი თქმით, გამოძიებამ გორელს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში ოჯახის წევრებზე ზეწოლით დაემუქრნენ, რის გამოც, გორელმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 ათასი ლარი გადაიხადა და ოჯახის წევრები უსაფრთხოების მიზნით რუსეთში გადაიყვანა.

როგორც ვაჟა გორელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას 2,5 წელი პირობითი მსჯავრი აქვს, აღნიშნულ საქმეში კი, წვლილი პირადად მურთაზ ზოდელავას მიუძღვის.

„საქმის გამოძიება 2010 წლის ბოლოს დაიწყო. უკანონო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, ბრალი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 2011 წლის მარტში წამიყენეს. დაკითხვისას გამომძიებლები კონსულტაციებს პირადად ზოდელავასთან გადიოდნენ და ყველაფერს მას უთანხმებდნენ“ - აღნიშნა გორელმა.

მისი თქმით, დაკითხვისას პროკურატურის წარმომადგენლები თანამშრომლობას სთავაზობდნენ. კერძოდ, გორელს მათთვის უკანონოდ წარმოებული სხვადასხვა ბიზნესის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

„საპროცესო გარიგებების განყოფილების უფროსმა საპროცესო გარიგების გაფორმების დროს მითხრა - „შენისთანა ბიზნესმენებით ვავსებთ ბიუჯეტსო“. აღნიშნული საქმის შემდეგ ბიზნესსაქმიანობა შევწყვიტე“ - აღნიშნა გორელმა.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ვაჟა გორელის საქმის გადახედვას და მურთაზ ზოდელავასა და პროკურატურის იმ თანამშრომლების დასჯას ითხოვს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა