მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის - „Doing Business 2013“-ის მიხედვით, მსოფლიოს 185 ქვეყანას შორის ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველო პირველ ადგილს ინარჩუნებს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქონების რეგისტრაციის რეიტინგში წარმატებისთვის ძირითადი კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა, რეგისტრირებისთვის საჭირო დროისა და დანახარჯის ფაქტორებია. 
კვლევის დროს 2012 წლის ივნისამდე პერიოდის მონაცემები გამოიყენეს.
რაც შეეხება ბიზნესგარემოს კვლევის შედეგებს, მიმდინარე წელს საქართველო „Doing Business“-ის მსოფლიო ქვეყნების ე.წ. ტოპ ათეულში პირველად მოხვდა და მეცხრე ადგილი დაიკავა.
„Doing Business“ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის პროექტია, რომელიც ბიზნესის გარემოს მსოფლიოს 185 ქვეყანაში იკვლევს.
2004 წლიდან საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












