logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მინდია ქაშიბაძე პარლამენტის ექს ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს
მინდია ქაშიბაძე პარლამენტის ექს ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს
15:02 22.10.2012
ყოფილი ბიზნესმენი კომპანია „მაქსტოპის“ ყოფილი მფლობელი, სისხლის სამართლებრივ დევნაში მყოფი მინდია ქაშიბაძე, ფინანსური პოლიციისა და კუდ-ის მარალჩინოსნებისა და ყოფილი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

ქაშიბაძისთვის ბიზნესის წართმევის საკითხთან დაკავშირებით, დღეს ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენცია გამართა, რომლის დროს „სკაიპით“ ჩეხეთის ციხიდან თავად მინდია ქაშიბაძე ჩაერთო.

როგორც ქაშიბაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე თანხების გადარიცხვის მიზნით, 2005 წლიდან მასზე ფინანსური პოლიციის ჩინოვნიკების მხრიდან შეტევა დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, ეს მოთხოვნა დაშინებაში, მუქარასა და ფიზიკურ ზეოწლაში გადაიზარდა.

ქაშიბაძემ დაასახელა კუდ-ის მაღალჩინოსანი გია დგებუაძე მეტსახელად „მასტერა“, ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ლევან ფხალაძე, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ირაკლი კირკიტაძე, რომლიც ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის ძმაა და მიხეილ მაჭავარიანი - წინა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, რომელიც ქაშიბაძის თქმით, მისი ერთ-ერთი ყოფილი მეწილის ბიზნესმენ ავთანდილ (ჭუტა) წერეთლის ნათესავია და ქაშიბაძისათვის ქონების ჩამორთმევის პროცესში მონაწილეობდა.

როგორც მან აღნიშნა, ის სასტიკად სცემეს ავთანდილ წერეთლის კაბინეტში და გაურკვეველი ვალის - 650 ათასი აშშ დოლარის დაბრუნებას მოითხოვდნენ.

ამასთან, ყოფილი ბიზნესმენი ასახელებს შევარდნაძის მთავრობის ენერგეტიკის მინისტრს თემურ გიორგაძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა მისი ქონების წართმევის პროცესში. დღეისთვის კომპანია „მაქსტოპის“ 50-50%-ის მფლობელები სწორედ წერეთელი და გიორგაძე არიან.

გაბუნიას თქმით, მაჭავარიანი დაინტერესებული იყო მისი ბიზნესით, რათა კონკურენცია გაეწია კომპიუტერული კომპანია „ალტასთვის“, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით, ერთ-ერთ ყოფილ და ახლანდელ დეპუტატს ეკუთვნის.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაახლოებით ორი წელია ჩეხეთის ციხეში იმყოფება. საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაკავებულის საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ საქართველოში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა.

„მივმართავ პროკურატურას სასწრაფოდ შეწყდეს ქაშიბაძის წინააღმდეგ „შეთითხნილი“ სისხლის სამართლებრივი დევნა, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე დასახელებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ და დადგეს ყველა იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირის პასუხისმგელობის საკითხი, ვინც ქაშიბაძის ქონების წართმევაში ფიგურირებდა“-განაცხადა გაბუნიამ და აღნიშნა, რომ საქმეს თან დაურთავს შესაბამის აუდიო-ვიდეომასალას.

პრესკონფერენციაზე დამსწრე წერეთლის წარმომადგენელმა დასახელებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ შესაბამისი განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა