სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული 24 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გლდანის მერვე საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გამართეს.    
მათი განცხადებით, ყინწვისში დაკავებული 24 პირი არავითარ გადატრიალებას არ ამზადებდა, მათი უმეტესობა კი, ერთმანეთს არც იცნობდა. 
ყინწვისის ოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ზურაბ გელაშვილის შვილის განმარტებით, საქმე თავიდანვე გაყალბდა, რადგან ყველა პირი 2011 წლის 26 მაისს დააკავეს, საბუთებში დაკავების თარიღად კი, 27 მაისი გაფორმდა.
აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს ბრალდებულების გასათავისუფლებლად 10 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
სახელმწიფო გადატრიალებისთვის შეთქმულების მზადების ბრალდებით 2011 წლის 26 მაისს 24 პირი დააკავეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












