logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნაზი ალასანია „ფასტ პლიუსის“ 45%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავს
ნაზი ალასანია „ფასტ პლიუსის“ 45%-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართავს
12:27 19.10.2012
ბიზნესმენი ნაზი ალასანია კომპანია „ფასტ პლიუსის“ 45%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, ორგანიზაციაში „ფასტ პლიუსი“ 45%-იანი წილი 2012 წლის 27 აგვისტოს 1 ლარად იძულებით დაათმობინეს და ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მისი განცხადებით, მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე ბიზნესზე არსებულ ზეწოლაზე ისაუბრა, რის შემდეგაც საქმეში ჩართული პირების მხრიდან მის მიმართ მუქარა ხორციელდება.

„როცა ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებს შეგვხვდა, მაშინ ვთქვი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა და ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა. ამის შემდგ, როგორც ჩანს იფიქრეს, რომ ჩემი კუთვნილი წილის დასაბრუნებლად ბრძოლას დავიწყებდი და გააქტიურდნენ. დაგვიწყეს მე და ჩემს ახლობლებს დარეკვები, მუქარა, შანტაჟი“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ალასანიამ.

მისივე ინფორმაციით, დღეს გაურკვეველმა პირმა იმ პრესკლუბში დარეკა, რომელშიც იგი ბრიფინგის ჩატარებას გეგმავდა და მისი ჩაშლა მოითხოვა.

„ამასთან დაკავშირებით, ვგეგმავ სამართალდამცავ ორგანოებს მივმართო. შევშინდი ფიზიკურად და არა მორალურად“ - აღნიშნა ალასანიამ და დასძინა, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.

ნაზი ალასანია ჯერჯერობით, თავს იკავებს იმ კონკრეტული პირების დასახელებისგან, ვინც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ.

როგორც მან „ნიუსპრესს“ განუცხადა, „ისინი კერძო პირები არიან, რომლებიც დაახლოებული იყვნენ გარკვეულ უწყებებთან“.

„ფასტ პლიუსის“ 45%-იანი წილის დასაბრუნებლად, ნაზი ალასანიას ადვოკატები სასამართლოში სარჩელს მომავალ კვირას შეიტანენ. კომპანიას საქართველოში ბიტუმი შემოჰქონდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა