დღეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ქვეყნის მოსამართლეთა გუნდს ექვსი ახალი მოსამართლე შეემატა.
ფიცის დადების შედეგად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები - ნინო ნაჭყებია, ქეთევან მამაცაშვილი, გენადი მაკარიძე და ეკატერინე ჯინჭველაშვილი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში მოსამართლეებად დაინიშნენ.
2012 წელს სამივე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები შავი ფერის მანტიებით შეიმოსნენ.

















