საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოებში ოთხი ახალი მოსამართლე დაიწყებს საქმიანობას.
ნათია ბარბაქაძემ, ნათია ბუსკაძემ, ია ლაბაძემ და ვალერი ბუგიანაშვილმა ფიცი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დადეს.
ფიცის დადებამდე მათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სამოსამართლეო სწავლების 10-თვიანი კურსი წარმატებით გაიარეს, რის შემდეგაც ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეებად დაინიშნენ.

















