ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასთიანი "მაესტროს" დაფინანსებას გააგრძელებს.
ამის შესახებ დღეს "მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22 თებერვალის განაჩენის თანახმად, მაკა ასათიანს, სალომე ასათიანსა და ლუიზა თავართქილაძეს შპს "აკაში" ( მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში) საერთო ჯამში 20%-იანი წილი ჩამოერთვათ. წილის მეპატრონედ სასამრთლომ მათი ყოფილი პარტნიორი დავით ძოწენიძე აღიარა.
"მივმართავთ პროკურატურას, აღიძრას საქმე დავით ძოწენიძეს მიმართ სხვისი ფულადი სახსრების მითვისების ფაქტზე. ასევე, მივმართავთ სტრასბურგის ევროსასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად ", - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნია აცხადებს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევა, ის გაათმაგებული ძალებით იზრუნებს ტელეკომპანია "მაესტროს" კეთილდღეობაზე.

















