საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში 5 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხაედამჭერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა.
აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები პირადად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან ზაზა დეკანოიძისგან და გამგეობის თანამშრომლის მერაბ სიხარულიძისგან მოისმინა, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრასა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს მიიღოს ეფექტური ზომები ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით.

















