თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ბეჟუაშვილის სარჩელზე განაჩენს დღეს გამოიტანს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, საოლქო კომისიის მიერ 23-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის გაუქმებას ითხოვს.
პირველადი შედეგების მიხედვით, უბანზე გამარჯვება დავით ბეჟუაშვილმა მოიპოვა. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგები გააპროტესტა. „ქართული ოცნების“ სარჩელი საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა. დავით ბეჟუაშვილი რაიონულ სასამართლოში სწორედ ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.
იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ბეჟუაშვილის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს თეთრიწყაროს რაიონიდან, „ქართული ოცნების“ კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე მოიპოვებს.

















