გორის ცენტრში მდებარე ტექნიკის მაღაზია გაიძარცვა. ძარცვა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა, ვინაიდან დილით სამსახურში მისულ თანამშრომლებს მაღაზიის კარი ღია დახვდათ.
წაღებულია 12 ნოუთბუქი, რომელთა საერთო ღირებული 10 300 ლარია.
ერთი-ერთი ვერსიით, მძარცველები შენობაში სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით შევიდნენ.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. ძარცვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გარდა ამისა, გუშინ, თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტები, ასევე, სადისტრიბუციო კომპანია გაძარცვეს.

















