უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” მოითხოვს, პატიმრების
წამებაში მხილებულ ოფიცრებს სასჯელი შეკრებითობის პრინციპით შეეფარდოთ.
ამასთან, ორგანიზაცია მიმართავს სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი ტუღუშს, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდეს რა რეაგირება მოჰყვა სახალხო დამცველის სახელზე რამდენიმე თვის წინ ქსნის კოლონიიდან 700-მდე პატიმრის საჩივარის განხილვას.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ყოფილ პატიმრებს და ამჟამად პრობაციონერებს ურჩევს, თუ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მათ მიმართ დანაშაულებრივი ქმედებები, ძალადობა ან პატივის და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები დაფიქსირდა, საგამოძიებო ორგანოებს მიმართონ, რათა დანაშაულის დაფარვით დამნაშავეთა წახალისება არ მოხდეს.
ორგანიზაცია მოქალაქეებს შეახსენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით 144 პრიმა მუხლს, რომელიც წამებას და არაადამინურ მოპყრობას გულისხმობს, ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაცია უფრო ვრცლად ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

















