შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი მუმლაძისა და გიორგი ლომიძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ელდარ (ლუკა) კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემეს.
„შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ცოდნისკარის #8-ე საარჩევნო უბანში მოხდა. ელდარ კურტანიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში რამდენჯერმე იყო შემჩნეული, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა აღძრული.

















