საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში „ქართული ოცნების" მხარდამჭერების ნუგზარ მიქელაძისა და ვახტანგ
გუჯაბიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ნუგზარ მიქელაძე „მერსედესის" მარკის ავტომობილით, ვახტანგ გუჯაბიძე კი - „ბეემვე"-ს ავტომანქანებით მოძრაობდნენ. ისინი საპატრულო პოლიციის ხმოვან შეტყობინებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგ, ისინი გააჩერეს და დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს.
„პოლიციამ გამოწერა შესაბამისი ოქმები და მძღოლებს გადასცა. ავტომაქანები კი - გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე“ - აცხადებენ შსს-ში.

















