შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული არიან მერაბ კორსანტია, ალექსანდრე ცხადაია და იური ლატარია, რომლებმაც ხობის რაიონში ტაქსით გადაადგილებისას თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ საპატრულო ეკიპაჟს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ისინი პოლიციის მიერ ავტომანქანის გაჩერების შემდეგაც აგრძელებდნენ საპატრულო ეკიპაჟის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სამივე მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით წაეყენათ ბრალი. ისინი სასამართლოში გადაიყვანეს.

















