შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გვიან ღამით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც უწყება რეგიონებში ფულის მასობრივი დარიგების ფაქტების შესახებ ინფორმაციას იღებს.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პირები ფულის დარიგებისას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სახელით მოქმედებენ. პოლიცია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიკურ პარტიას – გააკონტროლონ საკუთარი პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, რათა არ დაუშვან კანონის უხეში დარღვევა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ტარდება საპარლამენტო არჩევნები, პოლიცია თავს იკავებს პარტიათა წარმომადგენლების დაბარებისა და დაკითხვისაგან“ - ნათქვამია განცხადებაში.

















