„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი ტუღუშს საგანგებო განცხადებით მიმართავს.
მისი თქმით, ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით დაკავებული სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლები ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულებაში მოათავსეს, რაც კანონდარღვევაა.
„ჩემი ინფორმაციით, გარდა იმისა რომ ისინი გადაიყვანეს ღია ტიპის ნახევრად დახურულ ზონაში, ანუ მათ ყოველდღიურად ექნებათ შესაძლებლობა გარეთ ყოფნის და სეირნობის, სახელმწიფომ მათ შეუქმნა განსაკუთრებული კომფორტული პირობები და როგორც ჩემი წყარო იტყობინება, იმაზე უკეთესი ვიდრე ეს ჰქონდათ გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირებს“- განაცხადა ბაკურიძემ.
იგი სასჯელაღსრულების მინისტრს გიორგი ტუღუშს მიმართავს, დღეს 16:00 საათამდე უზრუნველყოს აღნიშნული პირების მათთვის კანონით განსაზღვრულ დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაყვანა.
ბაკურიძის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორედ ხელისუფლება იყო ციხეებში განხორცილებული ყველა დანაშაულის დამკვეთიც და შემსრულებელიც.

















