logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კოალიციის ცნობით, სახელმწიფო „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევას ახორციელებს
კოალიციის ცნობით, სახელმწიფო „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევას ახორციელებს
13:01 30.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე კიბერშეტევა საქართველოს მთავრობიდან განხორციელდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა  ინფორმაციის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ექსპერტმა კიბერშეტევის სფეროში პოლ ჯოელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კონსულტანტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ კომპიუტერებზე პირველი შეტევა ივნისში განხორციელდა და ამის ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ივანიშვილების ოჯახის კომპიუტერებიდან ფოტო და ვიდეომასალა ინტერნეტში აიტვირთა.

მისი თქმით, ინფორმცაიის გაჟონვის გამო, შესაბამისი მოკვლევა დაიწყო და დადგინდა, რომ კომპიუტერებში გაშვებული იყო ვირუსული პროგრამა ე.წ. „მალვეა“.

„ეს ვირუსული პროგრამა აღმოჩნდა სხვადასხვა კომპიუტერში, მათ შორის ქალბატონი ეკას და ირაკლი ღარიბაშვილის კომპიუტერებში. მთხოვეს, რომ გამომძიებლების გუნდი ჩამომეყვანა. ივლისის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ მუშაობა და 5 კომპიუტერში გამოვავლინეთ 70 სხვადასხვა ტიპის „მალვეა“. საპასუხოდ, ქსელში გავუშვით ჩვენი კომპიტერული პროგრამა და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ კომპიუტერების 25% იყო ამ ვირუსის ზემოქმედების ქვეშ“ - განაცხადა პოლ ჯოელმა და აღნიშნა, რომ ვირუსული პროგრამა ყოველ 10 წამში სურათს უღებდა კომპიუტერის მონიტორზე არსებულ ინფორმაციას.

მისივე თქმით, ვირუსი ასევე ავტომატურად რთავდა კომპიუტერის მიკროფონს და კამერას, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იყო კომპიუტერთან განხორციელებული ყველა საუბრის ჩაწერა.

გარდა ამისა, პროგრამა იმახსოვრებდა აკრეფილი კლავიშების კომბინაციასაც.

როგორც პოლ ჯოელმა აღნიშნა, დადგინდა, რომ კომპიუტერებში არსებული ყველა ფაილი მოპარული იყო.

„ქართული ოცნების“ კომპიუტერებში პრობლემის შესამცირებლად სპეციალური შიდა ქსელის პროგრამის გაშვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ბოლოს მათში ახალი „მალვეა“ დაფიქსირდა.

„ეს იყო სხვა ტიპის „მალვეა“, რომელიც სახელმწიფოსგან მოდიოდა, რადგან სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ასეთი შესაძლებლობის ვირუსული პროგრამის გაშვება ვერ მოხერხდებოდა. ვირუსული პროგრამა ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების მეშვეობით იყო გაშვებული. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა იყო ჩარეული ამ შეტევის განხორციელებაში“ - განაცხადა ჯოელმა.

მისი თქმით, ვირუსული პროგრამა დაცული იყო და მას ანტივირუსული პროგრამა ვერ ხედავდა.

ამასთანავე, ჯოელმა განაცხადა, რომ კომპანია ESET-მა საქართველოს მთვარობის ვებ-გვერდზე არსებული ე.წ. „ბოტნეტი“ გამოავლინა, რომელიც მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობისკენ და ქვეყნის მასშტაბით ვირუსებს უშვებდა.

ჯოელის თქმით, აღმოჩენილი „ბოტნეტის“ და ივანიშვილების ოჯახის კომპიტერებში გაშვებული „მალვეას“ კავშირი ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა, ორივე პროგრამა ერთსა და იმავე ენაზეა დაწერილი.

ამასთნავე, გატეხილია ბერა ივანიშვილის გვერდი სოცილაურ ქსელ Facebook-ში, და ის ჯერეჯრობით კონტროლს არ ექვემდებარება.

ჯოელის განცხადებით, მომავალ კვირას ის საზოგადოებას აცნობებს იმ ვებ-გვერდის მისამართს, რომლითაც მოსახლეობას შეეძლება შეამოწმოს საკუთარი კომპიიტერის უსაფრთხოება.

პოლ ჯოელი აშშ-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის კომოანიის NSI-ს დირექტორია. ის საქმიანობს დაზვერვის, კონტრდაზვერვის და სამართალდამცავ სტრუქტურებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა