ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ვატო ყიფიანის მკვლელობის შეკვეთასთან დაკავშირებული ჩანაწერების გაშვების შემდეგ,
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული კადრების შესახებ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაცია. ოთარ პატარიძე ქ. მოსკოვში მართლაც ყავდათ გატაცებული ფულის გამოძალვის მიზნით, რაზედაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2010 წელს დაწყებულია გამოძიება. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სპეცსამსახურებს არ ქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ამ საქმეში და გაეთავისუფლებინათ გატაცებული, ხოლო ოთარ პატარიძის სიცოცხლეს ემუქრებოდა რეალური საფრთხე, გატაცებულის ოჯახის მოთხოვნით გადაწყდა, რომ გატაცებულის ნათესავს, კერძოდ კი მის სიმამრს, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში გადაეხადა გამტაცებლების მიერ მოთხოვნილი თანხა რათა გაეთავისუფლებინათ ოთარ პატარიძე. გავრცელებულ კადრებში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, გარდა სასტიკად ნაწამები ოთარ პატარიძის იძულებითი საუბრისა, რომლებიც მიუთითებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიმე სახით მონაწილეობას მკვლელობის დაკვეთაში. ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო" ქართველი კრიმინალების და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ ერთობლივ ოპერაციას იყინებს ჩვენი უწყების დისკრედიტაციისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ასახავს თუ როგორ უკვეთავს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი თემურ პატარიძე მოსკოვში ჩეჩენ ქილერებს კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ვატო ყიფიანის მკვლელობას 200 000 აშშ დოლარად.

















