logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გავრცელდა ახალი ვიდეოკომპრომატი, რომელიც ვატო ყიფიანის მკვლელობის შეკვეთას ეხება
გავრცელდა ახალი ვიდეოკომპრომატი, რომელიც ვატო ყიფიანის მკვლელობის შეკვეთას ეხება
20:46 28.09.2012
ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ გავრცელდა ვიდეო და აუდიომასალა, რომელიც ასახავს თუ როგორ უკვეთავს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი თემურ პატარიძე მოსკოვში ჩეჩენ ქილერებს კრიმინალურ ავტორიტეტად წოდებული ვატო ყიფიანის მკვლელობას 200 000 აშშ დოლარად.

მასალაში კუდ-ის უფროსის ძმა ოთარ პატარიძე ყვება, რომ მისმა ძმამ „ზემოდან“ მიიღო დავალება ვატო ყიფიანის ადგილსამყოფელის დადგენისა და მის მოსაკლავად ჩეჩენ ქილერებზე გასვლის შესახებ.

„ამ ზაფხულს რომ ვიყავი ჩამოსული დამირეკა რაღაცა სერიოზული საქმე მაქვსო. მითხრა, ზემოდან მეუბნებიანო, რომ გყავს ვიღაცა ნაცნობი ჩეჩენები მოსკოვშიო თუ შეიძლება ნახონ ვატო ყიფიანი, არ ვიცით კიევში იყო ახლა, მგონი მოსკოვშიაო და გავიგოთო თუ მოაწერენ ხელს, რომ დაბრიდონო 200 ათასად“ - ამბობს ვიდეომასალაში ოთარ პატარიძე.

მისი მონაყოლი ჩაწერილია მოსკოვში სასტუმრო „მარიოტში“.

როგორც ოთარ პატარიძე ამბობს, ის დაუკავშირდა მოსკოვში ნაცნობ ჩეჩნებს. ისინი საქმეზე დათანხმდნენ და ფულის ნაწილი აიღეს, თუმცა, მერე საქმე დროში გაიწელა.

პატარიძის თქმით, მოგვიანებით მას ჩეჩნები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ საქმე გაკეთებულია და დანარჩენ თანხას მოითხოვენ.

მასალაში ასევე ფიგურირებს ჩეჩენი ეროვნების პირის საუბრის აუდიო ჩანაწერები, როგორც კუდ-ის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან თემურ პატარიძესთან, ასევე მის შუამავალთან მოსკოვში, რომელმაც ქილერებს დარჩენილი თანხა გადასცა.

ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ჩეჩენმა ქილერებმა ვატო ყიფიანის მკვლელობა არ შეასრულეს. მათ ამ დავალების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს თავად ვატო ყიფიანი.

მასალის დასასრულს ოთარ პატარიძე ამბობს, რომ მისმა ძმამ სავარუდოდ ეს დავალება და ფული მისი ხელმძღვანელისგან მიიღო, რადგან მას თავად ასეთი თანხა არ ჰქონდა.

უცნობია როდის არის ვიდეო ან აუდიომასალა ჩაწერილი. ის უკვე განთავსდა www.youtube.com-ზე და მას ახლავს განმარტება, სადაც მითითებულია, რომ ვიდეოს მეორე და მესამე ნაწილი მალე გამოქვეყნდება.




ვიდეოს ბმული



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა